(0)
GE
handmade

ზოგჯერ ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, გამოჩნდებიან „კეთილი ფერიები“, „ჯადოსნურ ჯოხს“ მოიქნევენ და შენს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ლაგდება...

ხელნაკეთი თმის სამაგრების გაკეთება და გაყიდვა, რომ დავიწყე ეგ ამბები უკვე იცი, მაგის შემდეგ, რაც ხდება იმას მოგიყვები. სიმართლე გითხრა თავიდან ძალიან მეშინოდა, რომ არავის მოეწონებოდა თმის სამაგრები და არ იყიდდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე როდია, როგორც ვფიქრობთ და გვგონია. ნელ-ნელა ვყიდი ჩემს „ლამაზ გოგონებს“, მთელი გულით ვაკეთებ და სხვის თმაზე რომ ვხედავ, გული სიხარულით მევსება. შეკვეთებსაც ვიღებ, უმეტესად გვირილებს მიკვეთავენ. ჰოდა, მეც სიხარულით ვაკეთებ. გვირილები ძალიან მიყვარს, სადმე თუ წავაწყდი მაშინვე ვკრეფ, ვქსოვ გვირგვინს, შემდეგ კი მთელი დღე აღმა-დაღმა ასე გვირილებით შემკული დავიარები. ამის გამო გოგოებმა „გვირილა გოგოც“ კი, შემარქვეს, მეც სიამოვნებით ვეპატრონები ამ სახელს.

მინდა,რომ ჩემი გვერდი უფრო პოზიტიური იყოს. მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს. ამ მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა იდეები მაქვს, მაგალითად: ვფიქრობ, დავიწყო ვიდეოების ჩაწერა, რომელსაც ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდებ და ავხსნი თმის სამაგრს, როგორ ვამზადებ, ჩემი ისტორიები მოვყვე, ასევე ვფიქრობ სამაჯურების გაკეთებაც ხომ, არ დამეწყო..

მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია, ამიტომ საჭიროა რომ მათ დასმულ კითხვებს დროული პასუხი გასცე და უყურადღებოდ არ დატოვო. თურმე, b2c-ზე აწყობილ ვებგვერდებს აქვს შესაძლებლობა, დააინტეგრიროს თავის საიტზე facebook, mesenger, როდესაც მომხმარებელი მოგწერს კითხვას, ან რამეს ეს შეტყობინება მოგივა ფეისბუქის ბიზნეს გვერდზე. შეგიძლია პასუხი მალევე დაუბრუნო, თუ იმ დროისთვის, როდესაც მომხმარებელი მოგწერს არ იქნები კომპიუტერთან შეგიძლია ჩართო ავტომატური მოპასუხე და აირჩიო ტექსტი, მაგალითად: “გამარჯობა, მადლობა კითხვის დასმისთვის. ცოტა ხანში გიპასუხებთ“ b2c-ზე ასევე შეიძლება დააინტეგრირო google analitics პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ონლაინ მაღაზიის მფლობელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას საიტზე ვიზიტორების შესახებ, მათ კონკრეტულ რაოდენობას, რამდენი ადამიანი ესტუმრა ვებსაიტს კონკრეტულ დღეს, საათზე, ასევე მათი დემოგრაფიული მაჩვენებლების გაგებაც შესაძლებელია. ვიზიტორებს შორის, რამდენი იყო ქალი, რამდენი კაცი, ასაკობრივი ზღვარი. ეს ყველაფერი კი დაგეხმარება ჩემივე საქმიანობაში

მართალია ბიზნესში დიდი გამოცდილება არ მაქვს, რადგან აქამდე საკუთარი ბიზნესი არასდროს მქონია, თუმცა საკმარისია ჩემი თავი წარმოვიდგინო მომხმარებლის ამპლუაში, რომ ყველაფერი ნათელი ხდება. პირველი რასაც ვხვდები ისაა, რომ მომხმარებელმა თავი მნიშვნელოვნად უნდა იგრძნოს, უნდა იგრძნოს, რომ მათი აზრი, ინტერესები გაინტერესებს. არა მარტო გარემო, არამედ ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კომფორტს შეუქმნი ადამიანს საუბრით.

იმედია მოგეწონა სტატია. თუ გაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები ეწვიე ჩემს ფეისბუქ გვერდს და b2c-ის საიტის მონახულებაც არ დაგავიწყდეს.

თაკო’ს თმის სამაგრები

https://handmade.b2c.ge/

სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი, 2021-07-09