(0)
GE
handmade

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, იმედია არ დაგავიწყდით “მე და ჩემი ხელნაკეთობები”

ახლა ვფიქრობდი და.. ბავშვობაში, როცა წესიერად ვერც დავდივართ, მშობლების ფრთების ქვეშ ვართ შეფარებულნი, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან გვიცავენ და გვეხმარებიან, ყოველი წაქცევისას, ფეხზე გვაყენებენ, გულში გვიკრავენ, მაგრამ როდესაც ვიზრდებით, იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობაც. Მათი ფრთებიდან გამოვდივართ და დამოუკიდებლად ვცდილობთ ნაბიჯების გადადგმას. მშობლები, რა თქმა უნდა გვერდით გვყავს, თუმცა უკვე ჩვენ თავად უნდა დავდგეთ ფეხზე, დამოუკიდებლად..

აქამდე მიჭირდა ჩემი თავის პოვნა, არ ვიცოდი, რის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დადგა ის დღე, როცა ვიცი რაც მინდა, ვიპოვე ჩემი თავი ამ საქმეებში და მიხარია, დიახ! მიხარია, როდესაც ჩემს გაკეთებულს ვხედავ.

ალბათ ჩემი ამბების მოსმენისას, ფიქრობ:”კი მაგრამ, სულ ასე იმედიანად როგორაა, ნუთუ არასდროს დაცემულა, ნუთუ არასდროს გასცრუებია იმედი და დანებებულაო?!”

გეტყვი, რომ იმდენჯერ გამცრუებია იმედები, იმდენჯერ დავნებებულვარ, იმდენჯერ მითქვამს:"მორჩა, ეს ბოლოა, მეტი აღარ შემიძლია”, “აღარ მინდა!”

იმდენი იმდენჯერ ყოფილა, რა დაითვლის...

მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი უხილავ, ძლიერ ხელს, რაღაც ძალას, რომელიც ფეხზე კვლავ მაყენებდა, გამოსავალს მაპოვნინებდა, კვლავდაკვლავ მაძლევდა ძალასა და სურვილს რომ გამეგრძელებინა.

ისიც ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად, ვერ იქნება. ზოგჯერ ჩავარდნის მომენტებიცაა და რა თქმა უნდა მეც მქონდა ასეთი მომენტი...

 ბევრისგან მსმენია:“კი, მაგრამ ღირს გაგრძელებად?! გიღირს კი?!“, ჩემი პასუხი კი ასეთია:”ყოველთვის ყველაფერი ღირს, სანამ ერთი სულელი მაინც იქნება, რომელსაც სურს გაგრძელება და რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა! ადამიანმა, როგორ უნდა ინატროს სულელობა, თუმცა მზად ვარ სულელი მერქვას, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა! Რაც შეეხება ჩემს აქსესუარებს, ახლა უკვე საყურეების და ყელსაბამების გაკეთებაც დავიწყე. თავიდან მხოლოდ თმის სამაგრები, შემდეგ სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამი და მალე კიდევ სიახლეები.. როგორი სასიხარულოა, როდესაც ხედავ შენი ნაკეთობა რომ მოსწონთ, მათ თვალებში სიხარულსა და მადლიერებას, რომ ხედავ. ეს შეუფასებელია... თუ გსურს ჩემი ისტორიების კვლავ მოსმენა, მაშინ დაწერე კომენტარში, რამე რაც გსურს.

გელი..

სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი, 2021-10-07