ყოველ დღე უამრავ სიტყვას ვამბობთ და ვისმენთ..
ზოგი უსარგებლოა;-ზოგიც სარგებლიანი..
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეიძლება იყოს, როგორც წამალი, ასევე, საწამლავი. ერთ უბრალო, უმნიშვნელო სიტყვამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს და უფრო მეტიც მთლიანად შეცვალოს ვიღაცის ცხოვრება. ადამიანს ძალიან დიდი სტიმული მისცეს, ან პირიქით....
ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი "ჯადოსნური " სიტყვები, რომელიც დამეხმარა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულყავი.
მაშინ 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი და ჯერ, კიდევ, არ მქონდა გადაწყვეტილი უნივერსიტეტში ჩაბარება არ ჩაბარება, თან ეს ყოველივე ფინანსებსაც უკავშირდებოდა, არიყო იმდენი შემოსავალი მე რომ კერძოდ მევლო მეცადინეობაზე. ჩემ იდეალმა და მისაბაძ ადამიანმა ასეთი რაღაც მითხრა:”ვიცი, რომ შენ შეგიძლია და შეძლებ, კიდეც, იმისათვის რომ სტუდენტი გახდე სულ არაა საჭირო, კერძოდ, იმეცადინო, თუ გულით მოინდომებ ყველა მიზანს მიაღწევ, რადგან არ არსებობს ისეთი მიზანი, რის მიღწევასაც, ვერ შეძლებ, არც ისეთი ოცნება არსებობს, რომლის განხორციელებასაც და მისთვის ფრთების შესხმას, ვერ შეძლებო”. ამ სიტყვებმა ჩემი გული ააძგერა და სულ სხვანაირად შემიფრთხიალა. გულში იმედის ნაპერწკალი ამენთო. მივხვდი, რომ მას ჩემი იმედი ჰქონდა, ჩემი სჯეროდა, ვეიმედებოდი და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა. გულში ვთქვი, რა უნდა მოხდეს მას რომ იმედები, არ გავუმართლო-მეთქი?! ერთად ვწვალობდით და ვშრომობდით, ჯერ თავად ამოხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, ხოლო შემდეგ მე მიხსნიდა და მახსნევინებდა. ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა და მაძლიერებდა.
საბოლოოდ, ჩავაბარე, გავახარე და მეც გავიხარე, მართალია, ცოტა ხნით, თუმცა მაინც...
ეს პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ მენახებინა, რამხელა ძალა აქვს სიტყვას, რამდენს ნიშნავს, როცა შენი იმედი აქვთ. სიტყვამ, შეიძლება განგკურნოს ან დაგაავადოს...
შეიძლება ფრთები შეგასხას და დაგარწმუნოს, რომ გაფრენას შეძლებ, ან პირიქით იმედის პატარა ფრთაც კი მოგაჭრას და მიწაზე მწარედ დაგანარცხოს, ისე რომ ადგომის სურვილიც კი დაგეკარგოს...
ერთმანეთისთვის გულის ტკენა და წყენინება ყველას შეუძლია, მაგრამ თანადგომა?!
მოდი, ერთმანეთს გულის ტკენაში კი ნუ შევეჯიბრებით, არამედ იმაში, რამდენ კარგს გავუკეთებთ ერთმანეთს.
ფეხზე, რამდენ წაქცეულს წამოვაყენებთ...
ჩვენი ბაგეებიდან, რამდენი სიტყვა გამოვა, რომელიც “ავადმყოფს” გულზე მალამოდ მოედება და განკურნავს...
ადამიანი ადამიანისთვის ხომ დიდი ძალაა, მისი სიტყვები კი უკვე იმედი და ნუგეშია...
მოდი, მივცეთ ერთმანეთს ფერადი ცარცები, რომელიც შეძლებს სინათლის, სიფერადისა და სიხალისის შეტანას, ვიღაცის შავ-თეთრ ცხოვრებაში.
ვეცადოთ ჩვენი წარმოთქმული სიტყვები იყოს წამალი და არა საწამლავი.
მე სიტყვა წამალს ვირჩევ..
და შენ?!
სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი, 2021-11-25
