(0)
GE
handmade

მიყვარს სიახლები. ისეთი, - საინტერესოც რომ არის და ახალ თავგადასავალსაც რომ გიმზადებს. ამიტომ, თუ რამე ისეთს ვიპოვი “საჩემოს", პირველ რიგში მასზე, ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებ. ასე იყო b2c-ის შემთხვევაშიც…

თურმე, ბიზნესი მომხმარებლისთვის ანუ b2c, რაც გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობებს, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის, ელექტრონული კომერციის პლატფორმა ყოფილა. ალბათ იტყვი: „კი მაგრამ რა არის ელექტრონული კომერციაო? არ დაგიმალავ და გეტყვი, სანამ არ დავგუგლე მეც არ ვიცოდი, მაგრამ დღევანდელი არ ცოდნა არ ნიშნავს რომ ხვალაც არ გეცოდინება. სწავლა გვიანი ხომ არასდროსაა, ჰოდა მეც ვსწავლობ...

 ელექტრონული კომერცია (e-commerce) ყოფილა — ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები. ინფორმაციის მოძიებამ უფრო დიდი სურვილი გამიჩინა b2c-ელად გახდომისა, საიტზე გადასულს ვიდეო გაკვეთილები დამხვდა, რომელთა ყურებამ ბევრად უფრო გამიმარტივა მაღაზიის აწყობა. სასურველი დიზაინი შევარჩიე, canva-ზე გავაკეთე ლოგო და ავტვირთე. 

ამის შემდეგ პროდუქციის ატვირთვას შევუდექი. დავამატე თმისამაგრების  ფოტოები, მოკლე აღწერა(ები)  და ფასები, შემდეგ პროდუქტი დავახარისხე კატეგორიებად და თითოეული შესაბამის კატეგორიაში მოვათავსე. ეს პროცესი ჩემთვის იმდენად  მარტივი და სასიამოვნო იყო და მომხმარებელი, როგორი კმაყოფილი იქნება წარმომიდგენია.

მთავარი პანელიდან შეგიძლია ნახო, მაღაზიას  რამდენი ვიზიტორი ჰყავს და განსაზღვრო, რამდენად კარგად მუშაობს მაღაზია.

ძირითადად ქართულ ენაზეა b2c, თუმცა მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად შესაძლებელია დაამატო უცხო ენებიც. მე მაგალითად ორ ენოვანი გავხადე ჩემი მაღაზია ქართული და ინგლისური. სურვილისამებრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს და მოცემული ორი კონკრეტული ენიდან ერთ-ერთზე გადაიყვანოს.

ძირითადად, ინტერესის ობიექტი მთავარი გვერდი ხდება ხოლმე, ამიტომ საჭიროა ისე იყოს აწყობილი, რომ მომხმარებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს. აქ გვაქვს საშუალება, რომ ავირჩიოთ რა გვინდა იყოს გამოტანილი მთავარ გვერდზე და რა დამალული. მაგალითად: მინდა გამოჩნდეს სლაიდი, მაგრამ არ მინდა ზედმეტად გადატვირთული იყოს მთავარი გვერდი, ამიტომ მირჩევნია არ გამოჩნდეს კოლექციები, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი და სხვა. მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად  შეგვიძლია, ვიზუალურადაც რუკაზე გამოვსახოთ  მაღაზიის ადგილმდებარეობა, მივუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე შეგვიძლია სოციალური ქსელების აიქონები გავლინკოთ, რაც მომხმარებელს მისცემს საშუალებას გადავიდეს და მოინახულოს შენი მაღაზია სოციალურ ქსელებში, ჯერჯერობით მე მხოლოდ facebook-ის გვერდი მაქვს, ამიტომ მხოლოდ ის გავლინკე.სლაიდერი კარგია ვიზუალური ეფექტისთვის, თან ლამაზ განწყობასაც ქმნის, რომელზეც მე ჩემი თმისამაგრების ფოტოები დავამატე.სლაიდერი შეიძლება შეიცავდეს რაიმე სახის ინფორმაციას, მაგალითად: ფასდაკლებაზე.

 B2c-ზე ბლოგის განყოფილებაცაა წერის მოყვარულთათვის. ყველაზე მეტად ეს განყოფილება მომეწონა. წერა ყოველთვის მიყვარდა, რადგან ასე გამოვხატავდი ჩემს ემოციებსა და გრძნობებს. წერისას სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ, რომელსაც მე თვითონ ვქმნი- ჩემებური  ნათელი ფერებით.

ჰო, მართლა ბავშვობაში მეგობრების იუბილეებზე მისალოც ბარათებსაც ვწერდი გულებითა და ბრჭყვიალებით ვაფორმებდი, იუბილარის გახარებული; -ხოლო ჩემი კამყოფილი სახეც მახსოვს. ჰოდა ასეთი რამე მოვიფიქრე მომხმარებელს თმისამაგრთან ერთად საშუალება ექნება მისალოცი  ბარათიც შეიძინოს   და საყვარელი ადამიანი ორმაგად გაახაროს. თან დღეს ხელნაკეთი თმისამაგრების დამზადება  ბევრისთვის ჰობად იქცა, ჩემნაირად ბევრი ამზადებს და ყიდის ,  მათგან რამით ხომ უნდა გამოირჩეოდეს ჩემი თმისამაგრები?! ბარათი კი უკვე ერთი პლუსია, მეც და მომხმარებელიც კმაყოფილნი დავრჩებით.

პატარა იდეები კიდევ მაქვს, მაგრამ ამას უკვე შემდეგში მოგიყვები..

 

სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი , 2021-06-23


კომენტარები