კომპიუტერი და ინტერნეტი, კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციას სწრაფად იძიებენ და - ავრცელებენ. როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: " თუ გინდა ამბავი მალე გავრცელდეს, სოციალურ ქსელში უნდა დაპოსტო და წამში ყველას ყურამდე მივაო “ , სტატისტიკის მიხედვით ადამიანები, დროის დიდ მონაკვეთს ინტერნეტში ატარებენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კარგია - როგორც საშოპინგოდ, აგრეთვე - ბიზნესის წამოსაწყებადაც.
ონლაინ მაღაზია-ფუფუნებაა, რადგან მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტის შექმნაზე. COVID 19-მა კი ონლაინ მაღაზია უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა.
აბა, წარმოიდგინე?! სახლში, სავარძელში კომფორტულად ხარ მოკალათებული. ყავას ნელ-ნელა "წრუპავ" -თან შოპინგობ. ეს, ხომ უფრო სასიამოვნოა,- ვიდრე გრძელ რიგში დგომა და მოცდა სანამ შენი ჯერი მოვა? მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია, სასურველი ნივთის მოძებნა და შეძენა, რომელსაც სახლში მოგიტანენ. დრო და სივრცე უკვე, აღარ წარმოადგენს ბარიერს! ონლაინით შეგიძლია შეუკვეთო ნებისმიერი ქვეყნიდან და ქალაქიდან. შოპინგი შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. პროდუქცია კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული,ფასიც და პატარა აღწერაც თან ახლავს -რაც მომხმარებელს უადვილებს სასურველი ნივთის პოვნას. კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობა სჯობს; -ისაა,რომ ერთდროულად ბევრ მომხმარებელს შეუძლია შესვლა, დაბრკოლების გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანის განვითარებას,მომხმარებელს შეუძლია წვდომა ჰქონდეს და შეუკვეთოს სასურველი პროდუქტი,ფიზიკურად მაღაზიაში ყოფნის გარეშე.
ონლაინ-მოწყობილობაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე გამარტივებული ცხოვრების "ფერხულში ჩაბმა"
მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი - კომფორტი და სიმარტივეა. facebook-ი კი ამ მხრივ ნაკლებადაა დამაკმაყოფილებელი. ისეთი საიტი მჭირდებოდა, რომელიც კომფორტული იქნებოდა, მოსახერხებელი ; - თან ბიზნესის გაფართოებაში დამეხმარებოდა და ფინანსებიც შეღავათიანი იქნებოდა. და უცებ...
ბინგო! აღმოვაჩინე „ჯადოსნური “ პლატფორმა B2C. “ჯადოსნური” - მეთქი, ვამბობ , რადგან მართლაც რომ ჯადოსნურია. სულ რაღაც ხუთ წუთში არეგისტრირებ საიტზე ონლაინ მაღაზიას, შეგიძლია აიღო ერთ თვიანი უფასო სერვისი ან ის, რომელიც თვეში 99 ლარიდან იწყება. ინვესტიციის გარეშე, დამოუკიდებლად, იწყებ ვაჭრობას და - პირველი მოგებაც შეიძლება რომ დაგრჩეს.
ეს ხომ ძალიან მაგარია?! საიტი საჩემო იყო! ბევრი არ მიფიქრია, გადავწყვიტე მეცადა და დავრეგისტრირდი.
განა ვკარგავდი რამეს?! -რა თქმა უნდა, არა ! - პირიქით, ეს იყო საშუალება გამეგო ღირდა, თუ არა და მქონდა თუ არა შანსი ბიზნესის გაფართოების. წინ რა მელის, უფრო სწორად - რა გველის, მე და ჩემს თმისამაგრებს არ ვიცი, თუმცა როგორც ერთ ბრძენს უთქვამს: „თუ არ ცდი, ვერ გაიგებ, ღირდა თუ არაო!“
- ჰოდა, მეც ვცდი...
სტატიის ავტორი თამარ ტატალაშვილი, 2021-06-07
