სიტყვის ძალა
ყოველ დღე უამრავ სიტყვას ვამბობთ და ვისმენთ..
ზოგი უსარგებლოა;-ზოგიც სარგებლიანი..
სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეიძლება იყოს, როგორც წამალი, ასევე, საწამლავი. ერთ უბრალო, უმნიშვნელო სიტყვამ შეიძლება ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს და უფრო მეტიც მთლიანად შეცვალოს ვიღაცის ცხოვრება. ადამიანს ძალიან დიდი სტიმული მისცეს, ან პირიქით....
ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი "ჯადოსნური " სიტყვები, რომელიც დამეხმარა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულყავი.
მაშინ 17 წლის ვიყავი, აბიტურიენტი და ჯერ, კიდევ, არ მქონდა გადაწყვეტილი უნივერსიტეტში ჩაბარება არ ჩაბარება, თან ეს ყოველივე ფინანსებსაც უკავშირდებოდა, არიყო იმდენი შემოსავალი მე რომ კერძოდ მევლო მეცადინეობაზე. ჩემ იდეალმა და მისაბაძ ადამიანმა ასეთი რაღაც მითხრა:”ვიცი, რომ შენ შეგიძლია და შეძლებ, კიდეც, იმისათვის რომ სტუდენტი გახდე სულ არაა საჭირო, კერძოდ, იმეცადინო, თუ გულით მოინდომებ ყველა მიზანს მიაღწევ, რადგან არ არსებობს ისეთი მიზანი, რის მიღწევასაც, ვერ შეძლებ, არც ისეთი ოცნება არსებობს, რომლის განხორციელებასაც და მისთვის ფრთების შესხმას, ვერ შეძლებო”. ამ სიტყვებმა ჩემი გული ააძგერა და სულ სხვანაირად შემიფრთხიალა. გულში იმედის ნაპერწკალი ამენთო. მივხვდი, რომ მას ჩემი იმედი ჰქონდა, ჩემი სჯეროდა, ვეიმედებოდი და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა. გულში ვთქვი, რა უნდა მოხდეს მას რომ იმედები, არ გავუმართლო-მეთქი?! ერთად ვწვალობდით და ვშრომობდით, ჯერ თავად ამოხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, ხოლო შემდეგ მე მიხსნიდა და მახსნევინებდა. ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა და მაძლიერებდა.
საბოლოოდ, ჩავაბარე, გავახარე და მეც გავიხარე, მართალია, ცოტა ხნით, თუმცა მაინც...
ეს პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ მენახებინა, რამხელა ძალა აქვს სიტყვას, რამდენს ნიშნავს, როცა შენი იმედი აქვთ. სიტყვამ, შეიძლება განგკურნოს ან დაგაავადოს...
შეიძლება ფრთები შეგასხას და დაგარწმუნოს, რომ გაფრენას შეძლებ, ან პირიქით იმედის პატარა ფრთაც კი მოგაჭრას და მიწაზე მწარედ დაგანარცხოს, ისე რომ ადგომის სურვილიც კი დაგეკარგოს...
ერთმანეთისთვის გულის ტკენა და წყენინება ყველას შეუძლია, მაგრამ თანადგომა?!
მოდი, ერთმანეთს გულის ტკენაში კი ნუ შევეჯიბრებით, არამედ იმაში, რამდენ კარგს გავუკეთებთ ერთმანეთს.
ფეხზე, რამდენ წაქცეულს წამოვაყენებთ...
ჩვენი ბაგეებიდან, რამდენი სიტყვა გამოვა, რომელიც “ავადმყოფს” გულზე მალამოდ მოედება და განკურნავს...
ადამიანი ადამიანისთვის ხომ დიდი ძალაა, მისი სიტყვები კი უკვე იმედი და ნუგეშია...
მოდი, მივცეთ ერთმანეთს ფერადი ცარცები, რომელიც შეძლებს სინათლის, სიფერადისა და სიხალისის შეტანას, ვიღაცის შავ-თეთრ ცხოვრებაში.
ვეცადოთ ჩვენი წარმოთქმული სიტყვები იყოს წამალი და არა საწამლავი.
მე სიტყვა წამალს ვირჩევ..
და შენ?!
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-11-25
"მას შემდეგ, რაც ბიზნესი დავიწყე"
დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, იმედია არ დაგავიწყდით “მე და ჩემი ხელნაკეთობები”
ახლა ვფიქრობდი და.. ბავშვობაში, როცა წესიერად ვერც დავდივართ, მშობლების ფრთების ქვეშ ვართ შეფარებულნი, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან გვიცავენ და გვეხმარებიან, ყოველი წაქცევისას, ფეხზე გვაყენებენ, გულში გვიკრავენ, მაგრამ როდესაც ვიზრდებით, იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობაც. Მათი ფრთებიდან გამოვდივართ და დამოუკიდებლად ვცდილობთ ნაბიჯების გადადგმას. მშობლები, რა თქმა უნდა გვერდით გვყავს, თუმცა უკვე ჩვენ თავად უნდა დავდგეთ ფეხზე, დამოუკიდებლად..
აქამდე მიჭირდა ჩემი თავის პოვნა, არ ვიცოდი, რის გაკეთება მინდოდა, მაგრამ დადგა ის დღე, როცა ვიცი რაც მინდა, ვიპოვე ჩემი თავი ამ საქმეებში და მიხარია, დიახ! მიხარია, როდესაც ჩემს გაკეთებულს ვხედავ.
ალბათ ჩემი ამბების მოსმენისას, ფიქრობ:”კი მაგრამ, სულ ასე იმედიანად როგორაა, ნუთუ არასდროს დაცემულა, ნუთუ არასდროს გასცრუებია იმედი და დანებებულაო?!”
გეტყვი, რომ იმდენჯერ გამცრუებია იმედები, იმდენჯერ დავნებებულვარ, იმდენჯერ მითქვამს:"მორჩა, ეს ბოლოა, მეტი აღარ შემიძლია”, “აღარ მინდა!”
იმდენი იმდენჯერ ყოფილა, რა დაითვლის...
მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი უხილავ, ძლიერ ხელს, რაღაც ძალას, რომელიც ფეხზე კვლავ მაყენებდა, გამოსავალს მაპოვნინებდა, კვლავდაკვლავ მაძლევდა ძალასა და სურვილს რომ გამეგრძელებინა.
ისიც ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად, ვერ იქნება. ზოგჯერ ჩავარდნის მომენტებიცაა და რა თქმა უნდა მეც მქონდა ასეთი მომენტი...
ბევრისგან მსმენია:“კი, მაგრამ ღირს გაგრძელებად?! გიღირს კი?!“, ჩემი პასუხი კი ასეთია:”ყოველთვის ყველაფერი ღირს, სანამ ერთი სულელი მაინც იქნება, რომელსაც სურს გაგრძელება და რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა! ადამიანმა, როგორ უნდა ინატროს სულელობა, თუმცა მზად ვარ სულელი მერქვას, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გამოუვა! Რაც შეეხება ჩემს აქსესუარებს, ახლა უკვე საყურეების და ყელსაბამების გაკეთებაც დავიწყე. თავიდან მხოლოდ თმის სამაგრები, შემდეგ სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამი და მალე კიდევ სიახლეები.. როგორი სასიხარულოა, როდესაც ხედავ შენი ნაკეთობა რომ მოსწონთ, მათ თვალებში სიხარულსა და მადლიერებას, რომ ხედავ. ეს შეუფასებელია... თუ გსურს ჩემი ისტორიების კვლავ მოსმენა, მაშინ დაწერე კომენტარში, რამე რაც გსურს.
გელი..
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-10-07
ამბის გაგრძელება..
ზოგჯერ ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, გამოჩნდებიან „კეთილი ფერიები“, „ჯადოსნურ ჯოხს“ მოიქნევენ და შენს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ლაგდება...
ხელნაკეთი თმის სამაგრების გაკეთება და გაყიდვა, რომ დავიწყე ეგ ამბები უკვე იცი, მაგის შემდეგ, რაც ხდება იმას მოგიყვები. სიმართლე გითხრა თავიდან ძალიან მეშინოდა, რომ არავის მოეწონებოდა თმის სამაგრები და არ იყიდდნენ, მაგრამ ყველაფერი ისე როდია, როგორც ვფიქრობთ და გვგონია. ნელ-ნელა ვყიდი ჩემს „ლამაზ გოგონებს“, მთელი გულით ვაკეთებ და სხვის თმაზე რომ ვხედავ, გული სიხარულით მევსება. შეკვეთებსაც ვიღებ, უმეტესად გვირილებს მიკვეთავენ. ჰოდა, მეც სიხარულით ვაკეთებ. გვირილები ძალიან მიყვარს, სადმე თუ წავაწყდი მაშინვე ვკრეფ, ვქსოვ გვირგვინს, შემდეგ კი მთელი დღე აღმა-დაღმა ასე გვირილებით შემკული დავიარები. ამის გამო გოგოებმა „გვირილა გოგოც“ კი, შემარქვეს, მეც სიამოვნებით ვეპატრონები ამ სახელს.
მინდა,რომ ჩემი გვერდი უფრო პოზიტიური იყოს. მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს. ამ მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა იდეები მაქვს, მაგალითად: ვფიქრობ, დავიწყო ვიდეოების ჩაწერა, რომელსაც ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავდებ და ავხსნი თმის სამაგრს, როგორ ვამზადებ, ჩემი ისტორიები მოვყვე, ასევე ვფიქრობ სამაჯურების გაკეთებაც ხომ, არ დამეწყო..
მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია აუცილებელია, ამიტომ საჭიროა რომ მათ დასმულ კითხვებს დროული პასუხი გასცე და უყურადღებოდ არ დატოვო. თურმე, b2c-ზე აწყობილ ვებგვერდებს აქვს შესაძლებლობა, დააინტეგრიროს თავის საიტზე facebook, mesenger, როდესაც მომხმარებელი მოგწერს კითხვას, ან რამეს ეს შეტყობინება მოგივა ფეისბუქის ბიზნეს გვერდზე. შეგიძლია პასუხი მალევე დაუბრუნო, თუ იმ დროისთვის, როდესაც მომხმარებელი მოგწერს არ იქნები კომპიუტერთან შეგიძლია ჩართო ავტომატური მოპასუხე და აირჩიო ტექსტი, მაგალითად: “გამარჯობა, მადლობა კითხვის დასმისთვის. ცოტა ხანში გიპასუხებთ“ b2c-ზე ასევე შეიძლება დააინტეგრირო google analitics პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ონლაინ მაღაზიის მფლობელი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას საიტზე ვიზიტორების შესახებ, მათ კონკრეტულ რაოდენობას, რამდენი ადამიანი ესტუმრა ვებსაიტს კონკრეტულ დღეს, საათზე, ასევე მათი დემოგრაფიული მაჩვენებლების გაგებაც შესაძლებელია. ვიზიტორებს შორის, რამდენი იყო ქალი, რამდენი კაცი, ასაკობრივი ზღვარი. ეს ყველაფერი კი დაგეხმარება ჩემივე საქმიანობაში
მართალია ბიზნესში დიდი გამოცდილება არ მაქვს, რადგან აქამდე საკუთარი ბიზნესი არასდროს მქონია, თუმცა საკმარისია ჩემი თავი წარმოვიდგინო მომხმარებლის ამპლუაში, რომ ყველაფერი ნათელი ხდება. პირველი რასაც ვხვდები ისაა, რომ მომხმარებელმა თავი მნიშვნელოვნად უნდა იგრძნოს, უნდა იგრძნოს, რომ მათი აზრი, ინტერესები გაინტერესებს. არა მარტო გარემო, არამედ ისიც მნიშვნელოვანია, თუ რამდენად კომფორტს შეუქმნი ადამიანს საუბრით.
იმედია მოგეწონა სტატია. თუ გაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები ეწვიე ჩემს ფეისბუქ გვერდს და b2c-ის საიტის მონახულებაც არ დაგავიწყდეს.
თაკო’ს თმის სამაგრები
https://handmade.b2c.ge/
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-07-09
რა არის B2C?!
მიყვარს სიახლები. ისეთი, - საინტერესოც რომ არის და ახალ თავგადასავალსაც რომ გიმზადებს. ამიტომ, თუ რამე ისეთს ვიპოვი “საჩემოს", პირველ რიგში მასზე, ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებ. ასე იყო b2c-ის შემთხვევაშიც…
თურმე, ბიზნესი მომხმარებლისთვის ანუ b2c, რაც გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობებს, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის, ელექტრონული კომერციის პლატფორმა ყოფილა. ალბათ იტყვი: „კი მაგრამ რა არის ელექტრონული კომერციაო? არ დაგიმალავ და გეტყვი, სანამ არ დავგუგლე მეც არ ვიცოდი, მაგრამ დღევანდელი არ ცოდნა არ ნიშნავს რომ ხვალაც არ გეცოდინება. სწავლა გვიანი ხომ არასდროსაა, ჰოდა მეც ვსწავლობ...
ელექტრონული კომერცია (e-commerce) ყოფილა — ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა ინტერნეტი და სხვა კომპიუტერული ქსელები. ინფორმაციის მოძიებამ უფრო დიდი სურვილი გამიჩინა b2c-ელად გახდომისა, საიტზე გადასულს ვიდეო გაკვეთილები დამხვდა, რომელთა ყურებამ ბევრად უფრო გამიმარტივა მაღაზიის აწყობა. სასურველი დიზაინი შევარჩიე, canva-ზე გავაკეთე ლოგო და ავტვირთე.
ამის შემდეგ პროდუქციის ატვირთვას შევუდექი. დავამატე თმისამაგრების ფოტოები, მოკლე აღწერა(ები) და ფასები, შემდეგ პროდუქტი დავახარისხე კატეგორიებად და თითოეული შესაბამის კატეგორიაში მოვათავსე. ეს პროცესი ჩემთვის იმდენად მარტივი და სასიამოვნო იყო და მომხმარებელი, როგორი კმაყოფილი იქნება წარმომიდგენია.
მთავარი პანელიდან შეგიძლია ნახო, მაღაზიას რამდენი ვიზიტორი ჰყავს და განსაზღვრო, რამდენად კარგად მუშაობს მაღაზია.
ძირითადად ქართულ ენაზეა b2c, თუმცა მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად შესაძლებელია დაამატო უცხო ენებიც. მე მაგალითად ორ ენოვანი გავხადე ჩემი მაღაზია ქართული და ინგლისური. სურვილისამებრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს და მოცემული ორი კონკრეტული ენიდან ერთ-ერთზე გადაიყვანოს.
ძირითადად, ინტერესის ობიექტი მთავარი გვერდი ხდება ხოლმე, ამიტომ საჭიროა ისე იყოს აწყობილი, რომ მომხმარებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს. აქ გვაქვს საშუალება, რომ ავირჩიოთ რა გვინდა იყოს გამოტანილი მთავარ გვერდზე და რა დამალული. მაგალითად: მინდა გამოჩნდეს სლაიდი, მაგრამ არ მინდა ზედმეტად გადატვირთული იყოს მთავარი გვერდი, ამიტომ მირჩევნია არ გამოჩნდეს კოლექციები, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი და სხვა. მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად შეგვიძლია, ვიზუალურადაც რუკაზე გამოვსახოთ მაღაზიის ადგილმდებარეობა, მივუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე შეგვიძლია სოციალური ქსელების აიქონები გავლინკოთ, რაც მომხმარებელს მისცემს საშუალებას გადავიდეს და მოინახულოს შენი მაღაზია სოციალურ ქსელებში, ჯერჯერობით მე მხოლოდ facebook-ის გვერდი მაქვს, ამიტომ მხოლოდ ის გავლინკე.სლაიდერი კარგია ვიზუალური ეფექტისთვის, თან ლამაზ განწყობასაც ქმნის, რომელზეც მე ჩემი თმისამაგრების ფოტოები დავამატე.სლაიდერი შეიძლება შეიცავდეს რაიმე სახის ინფორმაციას, მაგალითად: ფასდაკლებაზე.
B2c-ზე ბლოგის განყოფილებაცაა წერის მოყვარულთათვის. ყველაზე მეტად ეს განყოფილება მომეწონა. წერა ყოველთვის მიყვარდა, რადგან ასე გამოვხატავდი ჩემს ემოციებსა და გრძნობებს. წერისას სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ, რომელსაც მე თვითონ ვქმნი- ჩემებური ნათელი ფერებით.
ჰო, მართლა ბავშვობაში მეგობრების იუბილეებზე მისალოც ბარათებსაც ვწერდი გულებითა და ბრჭყვიალებით ვაფორმებდი, იუბილარის გახარებული; -ხოლო ჩემი კამყოფილი სახეც მახსოვს. ჰოდა ასეთი რამე მოვიფიქრე მომხმარებელს თმისამაგრთან ერთად საშუალება ექნება მისალოცი ბარათიც შეიძინოს და საყვარელი ადამიანი ორმაგად გაახაროს. თან დღეს ხელნაკეთი თმისამაგრების დამზადება ბევრისთვის ჰობად იქცა, ჩემნაირად ბევრი ამზადებს და ყიდის , მათგან რამით ხომ უნდა გამოირჩეოდეს ჩემი თმისამაგრები?! ბარათი კი უკვე ერთი პლუსია, მეც და მომხმარებელიც კმაყოფილნი დავრჩებით.
პატარა იდეები კიდევ მაქვს, მაგრამ ამას უკვე შემდეგში მოგიყვები..
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-06-23
რატომ ონლაინ?!
კომპიუტერი და ინტერნეტი, კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციას სწრაფად იძიებენ და - ავრცელებენ. როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: " თუ გინდა ამბავი მალე გავრცელდეს, სოციალურ ქსელში უნდა დაპოსტო და წამში ყველას ყურამდე მივაო “ , სტატისტიკის მიხედვით ადამიანები, დროის დიდ მონაკვეთს ინტერნეტში ატარებენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან კარგია - როგორც საშოპინგოდ, აგრეთვე - ბიზნესის წამოსაწყებადაც.
ონლაინ მაღაზია-ფუფუნებაა, რადგან მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და კომფორტის შექმნაზე. COVID 19-მა კი ონლაინ მაღაზია უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახადა.
აბა, წარმოიდგინე?! სახლში, სავარძელში კომფორტულად ხარ მოკალათებული. ყავას ნელ-ნელა "წრუპავ" -თან შოპინგობ. ეს, ხომ უფრო სასიამოვნოა,- ვიდრე გრძელ რიგში დგომა და მოცდა სანამ შენი ჯერი მოვა? მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეგიძლია, სასურველი ნივთის მოძებნა და შეძენა, რომელსაც სახლში მოგიტანენ. დრო და სივრცე უკვე, აღარ წარმოადგენს ბარიერს! ონლაინით შეგიძლია შეუკვეთო ნებისმიერი ქვეყნიდან და ქალაქიდან. შოპინგი შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. პროდუქცია კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული,ფასიც და პატარა აღწერაც თან ახლავს -რაც მომხმარებელს უადვილებს სასურველი ნივთის პოვნას. კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობა სჯობს; -ისაა,რომ ერთდროულად ბევრ მომხმარებელს შეუძლია შესვლა, დაბრკოლების გარეშე. თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანის განვითარებას,მომხმარებელს შეუძლია წვდომა ჰქონდეს და შეუკვეთოს სასურველი პროდუქტი,ფიზიკურად მაღაზიაში ყოფნის გარეშე.
ონლაინ-მოწყობილობაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. ჰოდა, მეც გადავწყვიტე გამარტივებული ცხოვრების "ფერხულში ჩაბმა"
მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მთავარი - კომფორტი და სიმარტივეა. facebook-ი კი ამ მხრივ ნაკლებადაა დამაკმაყოფილებელი. ისეთი საიტი მჭირდებოდა, რომელიც კომფორტული იქნებოდა, მოსახერხებელი ; - თან ბიზნესის გაფართოებაში დამეხმარებოდა და ფინანსებიც შეღავათიანი იქნებოდა. და უცებ...
ბინგო! აღმოვაჩინე „ჯადოსნური “ პლატფორმა B2C. “ჯადოსნური” - მეთქი, ვამბობ , რადგან მართლაც რომ ჯადოსნურია. სულ რაღაც ხუთ წუთში არეგისტრირებ საიტზე ონლაინ მაღაზიას, შეგიძლია აიღო ერთ თვიანი უფასო სერვისი ან ის, რომელიც თვეში 99 ლარიდან იწყება. ინვესტიციის გარეშე, დამოუკიდებლად, იწყებ ვაჭრობას და - პირველი მოგებაც შეიძლება რომ დაგრჩეს.
ეს ხომ ძალიან მაგარია?! საიტი საჩემო იყო! ბევრი არ მიფიქრია, გადავწყვიტე მეცადა და დავრეგისტრირდი. განა ვკარგავდი რამეს?! -რა თქმა უნდა, არა ! - პირიქით, ეს იყო საშუალება გამეგო ღირდა, თუ არა და მქონდა თუ არა შანსი ბიზნესის გაფართოების. წინ რა მელის, უფრო სწორად - რა გველის, მე და ჩემს თმისამაგრებს არ ვიცი, თუმცა როგორც ერთ ბრძენს უთქვამს: „თუ არ ცდი, ვერ გაიგებ, ღირდა თუ არაო!“
- ჰოდა, მეც ვცდი...
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-06-07
ჩემი პირველი ნაბიჯები...
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით ...
როდესაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულდა და აღარაფერი მოხდება ისეთი, რაც გაგვახარებს, სწორედ მაშინ იწყება რაღაც ახალი, კარგი და სასიამოვნო. ყოველ დასასრულს, ხომ დასაწყისი მოსდევს?! ისევე, როგორც ყოველი ღამის შემდეგ თენდება.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თმისაკეთების გაკეთება , ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ვიღებდი და ჩემთვის ვჩხირკედელაობდი.
ცოტა რამეს მივაწებებდი, ცოტას მოვჭრიდი, ცოტასაც გადავაადგილებდი და მზად იყო!
ბოლოს კი სიამაყით, ნიკაპზე ხელებშემოწყობილი, თვალებანთებული შევციცინებდი ჩემს ნამუშევარს და გულში ვიმეორებდი - ეს მე გავაკეთე!რა ლამაზიააა?!
აბა, წარმოიდგინე, როგორი გახარებული და ბედნიერი ვიქნებოდი.
სიმართლე გითრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბავშვობის ჰობს, რომელიც ჩემთვის გასართობი და დროის გასაყვანი საშუალება უფრო იყო, დიდობაში გავაგრძელებდი, ოღონდ უფრო დიდი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით.
ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო...
2020 წელი ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, რადგან პანდემია გავრცელდა, დაიკეტა მაღაზიები და უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევრად, მათ შორის მეც.
რთულია სამსახურის დაკარგვა, იმ სამსახურის იმედად რომ ხარ და კარგავ შემოსავლის ერთადერთ წყაროს მაშინ, როცა თანხა ძალიან გჭირდება.
გიპყრობს უიმედობა, შიში… ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ კარანტინში გიწევს ყოფნა, მთელი დღეები სახლში უნდა იყო გამოკეტილი. სერიალების ყურებაც რომ მოგბეზრდება ადამიანს, ისეთი დრო იყო. არადა, როგორ მიყვარს სერიალები. ოდესმე თუ ვიტყოდი, მომწყინდა-მეთქი, ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ ინდური და თურქული დრამების ყურება რაღად მინდოდა, ჩემი დრამაც მეყოფოდა.
რაღაც უნდა მომეფიქრებინა, სხვა გზა არ იყო. ისეთი რამ, რისი კეთებაც მომწონდა და დამეხმარებოდა შემოსავლის პოვნაში. ერთხელ, როდესაც ძველ ნივთებს ვალაგებდი, შემხვდა ფოტო, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება და გამახსენა ბავშვობის მოგონებები. ფოტოზე მე ვიყავი, ორი ნაწნავით და თავს ვიწონებდი თმისამაგრით, რომელიც თავად შევქმენი.გადავწყვიტე, გამეხსენებინა და დამემზადებინა თმისამაგრები და საქმეს შევუდექი. გარკვეული პერიოდის შემდეგ „ჩემი ლამაზი გოგოშკების“ პატარა კოლექცია შემიგროვდა.
ერთ დღესაც, ჩემ მიერ დამზადებული ხელნაკეთი თმისამაგრი დაბადების დღეზე ვაჩუქე ნათესავს. ერთი ძალიან საყვარელი „კიკინებიანი “ გოგონაა, დიდთვალება და ლოყებაწითლებული. ისეთი საყვარელია, მულტფილმის გმირს ჰგავს - ფუმფულა ლოყები აქვს, ჩაკბეჩას რომ მოგანდომებთ. ქალბატონი „კიკინები“ კმაყოფილი დარჩა, მეტიც კი - აღფრთოვანებული.
ქალბატონი „კიკინების “ ტრაბახს ახალ, მოდურ თმისამაგრებზე უკვალოდ არ ჩაუვლია. ორი დღის შემდეგ მისი კლასელების მშობლები დამიკავშირდნენ და თმისამაგრები შემიკვეთეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, მე-9 ცაზე დავფრინავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ.
თავიდან ასე ვყიდდი საახლობლოში. სანაცნობოში, ვისაც მსგავსი თმისამაგრები უნდოდა, ჩემკენ აგზავნიდნენ. ვიღებდი შეკვეთებს, მომხმარებლებს თავიანთი სურვილისა და გემოვნების მიხედვით ვუმზადებდი სასურველ თმისამაგრს. მაგრამ საჭირო იყო ,რომ უფრო მეტ ადამიანს გაეგო ჩემი ხელნაკეთების შესახებ, უფრო მეტი დამეინტერესებინა და მომეზიდა.
დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე პროდუქციის რეალიზებისთვის საუკეთესო საშუალებაა სოციალური ქსელები, ამიტომაც facebook-ზე შევქმენი გვერდი, სადაც ჩემი ხელნაკეთი თმისამაგრების ფოტოები განვათავსე. აი, ასე დაიწყო ჩემი საქმიანობა ახალ სფეროში და პირველი ნაბიჯები ბიზნესში.
ერთ რამეს მივხვდი - მთავარია, რომ იმედი არასდროს დაკარგო და ხელი არ ჩაიქნიო. გამოსავალი? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია მოძებნის სურვილი გქონდეს!
დაგაინტერესათ, როგორი გაგრძელება ექნება ამბავს? როგორ განვითარდება მოვლენები?
ამას უკვე შემდეგი სტატიიდან შეიტყობ.
სტატიის ავტორი:
თამარ ტატალაშვილი
2021-05-30

სრულად ნახვა